ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს
საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვასა და ევროკავშირის სანქციების დაწესებას ითხოვს.
ამის შესახებ მაკრონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებით რუსეთი არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს. მე ვგმობ ამ გადაწყვეტილებას. მოვუწოდებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვისკენ და ევროპული სანქციებისკენ“, – წერს ემანუელ მაკრონი.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.
En reconnaissant les régions séparatistes de l’est de l’Ukraine, la Russie viole ses engagements et porte atteinte à la souveraineté de l’Ukraine. Je condamne cette décision. J’ai demandé une réunion d’urgence du Conseil de sécurité des Nations unies et des sanctions européennes.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) February 21, 2022