ემანუელ მაკრონი - რუსეთი ნატო-ს მოკავშირეთა საერთო მტერი არ არის
ემანუელ მაკრონი - რუსეთი ნატო-ს მოკავშირეთა საერთო მტერი არ არის

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანულე მაკრონის თქმით, რუსეთი ნატო-ს მტერი არ არის. ამის შესახებ განცხადება მაკრონმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მისი თქმით, ნატო-ს მიზანი რუსეთისა და ჩინეთის მტრებად გამოცხადება არ არის.

„არის კი რუსეთი ჩვენი მტერი, როგორც ეს ხშირად მესმის? თუ ჩინეთია? არის კი ნატო-ს მიზანი მათი მტრად გამოცხადება? მე მჯერა, რომ არა. ჩვენი საერთო მტერი არის ტერორიზმი, რომელმაც თითოეულ ჩვენს ქვეყანას მიაყენა დარტყმა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა.

ნატო-ს ლიდერები ლონდონში 4-5 დეკემბერს შეიკრიბებიან.