ემანუელ მაკრონი პირადად ითხოვდა ბენზემას ნაკრებში დაბრუნებას #1TVSPORT
ემანუელ მაკრონი პირადად ითხოვდა ბენზემას ნაკრებში დაბრუნებას #1TVSPORT

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პირადად მოითხოვდა ქვეყნის ნაკრებში მადრიდის „რეალის“ ფორვარდის ქარიმ ბენზემას დაბრუნებას ევრო 2020-ში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ დაწერა „გარდიანის“ ჟურნალისტმა რომეინ მოლინამ.

შეგახსენებთ, ბენზემას ექვსი წლის განმავლობაში არ იძახებდნენ საფრანგეთის ნაკრებში მატიო ვალბუენას შანტაჟის გამო.

საფრანგეთის ნაკრებმა მერვედფინალში დაასრულა გამოსვლა ევრო 2020-ზე. მსოფლიოს ჩემპიონი პენალტების სერიაში დამარცხდა შვეიცარიასთან. ბენზემა ოთხი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.