ემანუელ მაკრონი ნიუ იორკში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა – „საფრანგეთი უკრაინის გვერდით იქნება, G7-ის ენერგეტიკული მიმართულებაც მობილიზებული იქნება მის მხარდასაჭერად“
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მილიონობით ოჯახს გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხეს უქმნის.
მისივე თქმით, საფრანგეთი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას გააგრძელებს.
„საფრანგეთი უკრაინის გვერდით იქნება, რათა მას ზამთრის გადატანაში დაეხმაროს, ხოლო G7-ის ენერგეტიკული მიმართულებაც მობილიზებული იქნება უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვაძლიერებთ მის საჰაერო თავდაცვას. ამ მხარდაჭერის საკითხი პრეზიდენტ ტრამპთანაც განვიხილე, ასევე ენერგეტიკის სფეროში ზავისა და შავ ზღვაში მორატორიუმის პერსპექტივა, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ეს იქნება მთავარი საკითხი მოლაპარაკებებში, რომლებიც უნდა განახლდეს და სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს“, – წერს მაკრონი.
Entretien approfondi ce soir avec le Président @ZelenskyyUa.
Les frappes russes sur les infrastructures énergétiques ukrainiennes menacent de priver des millions de familles de chauffage et d’électricité. La France sera aux côtés de l’Ukraine pour affronter l’hiver… pic.twitter.com/iL8Ni39d3v
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) September 22, 2026