ემანუელ მაკრონი მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილოეთით
ემანუელ მაკრონი მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილოეთით

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილოეთით. ინფორმაციას „ეიპი ნიუსი“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი რამდენიმე საათში თურქეთის ოპერაციასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას გეგმავს. გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერთან ერთად განიხილავს ახალ ინიციატივებს.

ემანუელ მაკრონის თქმით, თურქეთის სამხედრო ოპერაცია რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს მნიშვნელოვნად აზარალებს.