ემანუელ მაკრონი - მნიშვნელობა არ აქვს, რა არჩევანს გააკეთებენ ამერიკელები, ჩვენ დავრჩებით ერაყში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად
ემანუელ მაკრონი - მნიშვნელობა არ აქვს, რა არჩევანს გააკეთებენ ამერიკელები, ჩვენ დავრჩებით ერაყში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად

მნიშვნელობა არ აქვს, რა არჩევანს გააკეთებენ ამერიკელები, ჩვენ დავრჩებით ერაყში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ერაყში ვიზიტის დროს განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობის განახლების საგანგაშო ნიშნები ჩანს.

„ერაყისა და ქურთისტანის მომავალი, რომელიც მისი ნაწილია, რეგიონის, ევროპის, საფრანგეთის უსაფრთხოება დამოკიდებულია ამ ბრძოლის შედეგზე“, – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ომისგან დაზარალებულ ქალაქ მოსულში ჩავიდა, სადაც ქრისტიანული ტაძარი და ალ-ნურის აღდგენილი მეჩეთი მოინახულა. ემანუელ მაკრონმა ერაყის რელიგიურ საზოგადოებებს მოუწოდა, ქვეყნის აღსადგენად ერთად იმუშაონ.

მაკრონმა მოსულში საფრანგეთის საკონსულოს და ფრანგული სკოლების დაბრუნების პირობა დადო.