ემანუელ მაკრონი - მჯერა, რომ ქართველი ხალხის მომავალი ნამდვილად ევროპული გზაა
ემანუელ მაკრონი - მჯერა, რომ ქართველი ხალხის მომავალი ნამდვილად ევროპული გზაა

დიდი მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან, ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმსაპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატობაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქართველ კოლეგასთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ თარგმანშია აღნიშნული, მაკრონმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპული გზა.

„მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცი ბრძოლის მიმართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და იმისათვის, რაც, მჯერა, რომ ქართველი ხალხის მომავალია – ნამდვილად ევროპული გზა. ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის“, – განაცხადა მაკრონმა.

ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.