ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთთან კონფლიქტში დასავლეთის მხრიდან თვითშეზღუდვების დაწესება არ შეიძლება
ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთთან კონფლიქტში დასავლეთის მხრიდან თვითშეზღუდვების დაწესება არ შეიძლება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთთან კონფლიქტში დასავლეთის მხრიდან თვითშეზღუდვების დაწესება არ შეიძლება. ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ მედიასთნ ინტერვიუში განაცხდა.

„როგორი სისუსტეა, როდესაც წინასწარ უწესებ საკუთარ თავს შეზღუდვებს რომელიმე მეტოქესთან მიმართებით. პირიქით, ჩვენ უნდა დავაკარგვინოთ მას ნებისმიერი ხედვა, რადგანაც ეს ქმნის შეკავების პოტენციალს“, – განაცხადა მაკრონმა.

ამავე ინტერვიუში მაკრონმა რუსეთს დესტაბილიზაციური ძალა უწოდა, რომელიც საკუთარ თავს არანაირ სტრატეგიულ შეზღუდვებს აღარ უწესებს. მან ასევე თქვა, რომ რუსეთის ბალისტიკური რაკეტების მოქმედების მანძილი და შესაძლებლობები საფრთხის შემცველია ევროპისთვის. მარკონის თქმით, ევროპაში ფსონზე დევს ევროპელების უსაფრთხოება.

„თუ რუსეთი გაიმარჯვებს, შემდეგ წამსვე არ იქნება უსაფრთხოება არც რუმინეთში, არც პოლონეთში, არც ლიეტუვაში და არც ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, მაკრონის აზრით, რუსეთთან დიალოგის კარი ღია უნდა დარჩეს.