ემანუელ მაკრონი - მარინ ლე პენი, შესაძლოა, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, თუ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება დაშვებულ შეცდომებს არ გამოასწორებს
ემანუელ მაკრონი - მარინ ლე პენი, შესაძლოა, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, თუ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება დაშვებულ შეცდომებს არ გამოასწორებს

ულტრამემარჯვენე ლიდერი მარინ ლე პენი, შესაძლოა, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, თუ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება დაშვებულ შეცდომებს არ გამოასწორებს,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაზეთ „პარიზიენის“ მკითხველებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლის ნაწყვეტები გაზეთმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

მაკრონმა აღიარა „შეცდომები საზოგადოებასთან კომუნიკაციაში“ საპენსიო რეფორმის მიღებისას, რამაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმა მიზნად ისახავს ქვეყნის საპენსიო სისტემის ჩამოშლისგან გადარჩენას.

ოპოზიციის პოპულისტური კრიტიკის კომენტირებისას, ემანუელ მაკრონმა ისაუბრა 2027 წლის მომავალ არჩევნებზე მარინ ლე პენის ხელისუფლებაში მოსვლის საშიშროებაზე და აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელია, „თუ არ გაეცემა პასუხი ქვეყნის გამოწვევებს და თუკი პოპულისტების ტყუილისა და რეალობის უარყოფის ჩვევა დაინერგება“.