ემანუელ მაკრონი - კრემლში მოლაპარაკებების შემდეგ დავრწმუნდი, რომ კონფლიქტის ესკალაცია არ იქნება
ემანუელ მაკრონი - კრემლში მოლაპარაკებების შემდეგ დავრწმუნდი, რომ კონფლიქტის ესკალაცია არ იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, კრემლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დარწმუნდა, რომ კონფლიქტის ესკალაცია არ იქნება.

„ჩემი მიზანი იყო თამაშის შეჩერება, ესკალაციის თავიდან აცილება და ახალი პერსპექტივების გახსნა. მივიჩნევ, რომ ჩემს მიზანს მივაღწიე“, – განაცხადა მაკრონმა კიევის აეროპორტში ჟურნალისტებთან სუბრისას.

1998 წლის შემდეგ ეს საფრანგეთის ლიდერის პირველი ვიზიტია უკრაინაში. ემანუელ მაკრონს ვლადიმირ ზელენსკი მარინსკის სასახლეში დახვდა. შეხვედრა და მოლაპარაკებები დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა. მთავარი საკითხი, რომელზეც მხარეები მსჯელობდნენ, უკრაინის საზღვრებთან შექმნილი მდგომარეობაა.