ემანუელ მაკრონი კორონავირუსისგან განიკურნა
ემანუელ მაკრონი კორონავირუსისგან განიკურნა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი „კოვიდ-19“ -სგან განიკურნა. ინფორმაციას „სიენენი“ ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღარ აქვს. არსებული პროტოკოლის მიხედვით , შვიდი დღის შემდეგ მას იზოლაციის დასრულება შეუძლია“, – ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.

ემანუელ მაკრონს „კოვიდ-19“ 17 დეკემბერს დაუდასტურდა.

მაკრონი პრეზიდენტის მოვალეობას თვითიზოლაციიდან აგრძელებდა.