ემანუელ მაკრონი - კონტინენტზე სტაბილურობის დასაცავად ევროკავშირმა რუსეთთან დიალოგი უნდა განაახლოს
ემანუელ მაკრონი - კონტინენტზე სტაბილურობის დასაცავად ევროკავშირმა რუსეთთან დიალოგი უნდა განაახლოს

კონტინენტზე სტაბილურობის დასაცავად ევროკავშირმა რუსეთთან დიალოგი უნდა განაახლოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს სამიტის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკუთარი ინტერესების დასაცავად ევროკავშირი რუსეთთან დიალოგს საჭიროებს, რაც ევროპის კონტინენტის სტაბილურობისთვის აუცილებელია. მაკრონის განცხადებით, არ არის საჭირო რეაქციულ ლოგიკაში დარჩენა, როცა საქმე რუსეთს ეხება.

მან იმედი გამოთქვა, რომ რეალური ევროპული ერთიანობითა და კოორდინაციით, რუსეთთან დიალოგი შედგება.