ემანუელ მაკრონი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს
Emmanuel Macron, le Président de la République reçoit Mme Roberta Metsola, présidente du Parlement européen, le mardi 31 octobre au Palais de lElysée, dans le cadre de sa visite en France. Palais de l'Élysée, 55 Rue du Faubourg Saint-Honoré, 75008 Paris Le 31/10/2023 Photo : Delphine Goldsztejn
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა, შესაძლოა, საჭირო გახდეს.
„ალბათ რაღაც მომენტში, იმის მიუხედავად, რომ მე არ მინდა ამის გაკეთება და არ ვიქნები ინიციატორი, საჭირო იქნება ადგილზე ოპერაციების ჩატარება, როგორიც არ უნდა იყოს საჭირო, რუსეთის ძალებთან დასაპირისპირებლად. საფრანგეთის სიძლიერე არის იმაში, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ, ბოლოდროინდელი უთანხმოების მიუხედავად, მასა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შორის კონფლიქტი არ არსებობს.
„ჩემსა და კანცლერს შორის არასდროს ყოფილა არანაირი პრობლემა. ჩვენ ბევრი საერთო მიზანი გვაქვს, მხოლოდ მათი განხორციელების გზაა განსხვავებული, რადგან ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული კულტურები განსხვავებულია“, – აღნიშნა მაკრონმა.