ემანუელ მაკრონი - ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არ არის ამერიკული
ემანუელ მაკრონი - ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არ არის ამერიკული

ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არ არის ამერიკული, – ასე გამოეხმაურა აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

„როდესაც მსოფლიოს ყველაზე უძველესი დემოკრატიის მქონე ერთ-ერთ ქვეყანაში, წარმავალი პრეზიდენტის მხარდამჭერები იღებენ იარაღს, რათა შეედავონ არჩევნების ლეგიტიმურ შედეგებს, ეს ძირს უთხრის უნივერსალურ იდეას, რომელიც ერთი ადამიანი – ერთ ხმას გულისხმობს. ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, აშკარად არ არის ამერიკული. გვჯერა ჩვენი დემოკრატიების სიძლიერის. გვჯერა ამერიკული დემოკრატიის სიძლიერის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

შეგახსენებთ, 6 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

დატოვე კომენტარი