ემანუელ მაკრონი – ირანის დარტყმები არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გაუმართლებელი და მიუღებელია
ირანის დარტყმები არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გაუმართლებელი და მიუღებელია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
მაკრონის თქმით, საფრანგეთი გააგრძელებს თავისი მოკავშირეების მხარდაჭერას არაბთა გაერთიანებული საამიროებსა და რეგიონში.
„მიმდინარე კონფლიქტის მდგრადი გადაწყვეტა მხოლოდ ჰორმუზის სრუტის გახსნით და მყარი შეთანხმებით მიიღწევა, რომელიც რეგიონის ქვეყნებს უსაფრთხოების აუცილებელ გარანტიებს მისცემს, განსაკუთრებით იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომელსაც ირანის ბირთვული, ბალისტიკური და რეგიონული დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობები ქმნის“, – წერს მაკრონი.
Les frappes iraniennes aujourd’hui contre des infrastructures civiles émiriennes sont injustifiées et inacceptables.
Comme elle l’a fait depuis le début du conflit, la France continuera de soutenir ses alliés aux Émirats et dans la région pour la défense de leur territoire.…
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) May 4, 2026