ემანუელ მაკრონი - გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, გილოცავთ
ემანუელ მაკრონი - გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, გილოცავთ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს სამიტზე მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

„ამ საღამოს გადავწყვიტეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გილოცავთ“, – წერს ემანუელ მაკრონი.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.