ემანუელ მაკრონი - ფრანგული ბაგეტი იუნესკო-ს მემკვიდრეობის სიაში უნდა შევიდეს
ემანუელ მაკრონი - ფრანგული ბაგეტი იუნესკო-ს მემკვიდრეობის სიაში უნდა შევიდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ფრანგული ტრადიციული პურის, ბაგეტის იუნესკო-ს კულტურულ მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ამით ის ფრანგი პურის მცხობელებისა და მეფუნთუშეების ინიციატივას უერთდება, რომლებსაც ეს იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც გაერო-მ იტალიურ, კერძოდ კი ნეაპოლურ პიცას იგივე სტატუსი მიანიჭა.

„ოსტატობა და ექსპერტული ცოდნა უნდა შენარჩუნდეს და სწორედ ამიტომ უნდა იყოს იგი მემკვიდრეობის სიაში“,- განუცხადა მაკრონმა ფრანგულ რადიოს, მას შემდეგ რაც მცხობელებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

ამ დროისთვის გაერო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებთან და ძეგლებთან ერთად, სხვადასხვა ტრადიციაც შედის. ეს პატივი ესპანურ ფლამენკოს, იოგას, ტიბეტურ ოპერასა და ბელგიურ ლუდსაც ერგო.

იუნესკო მიზნად მსოფლიო ტრადიციების გლობალიზაციის საფრთხეებისგან დაცვას ისახავს.