ემანუელ მაკრონი ელტონ ჯონს საპატიო ლეგიონის ორდენს გადასცემს
ემანუელ მაკრონი ელტონ ჯონს საპატიო ლეგიონის ორდენს გადასცემს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიტანელ მომღერალსა და კომპოზიტორს, ელტონ ჯონს საპატიო ლეგიონის ორდენს გადასცემს. ემანუელ მაკრონი ელტონ ჯონს ელისეს სასახლეში 21 ივნისს უმასპინძლებს.

ფრანგული მედიის ცნობით, ბრიტანელი მუსიკოსი საფრანგეთის ლიდერთან საქველმოქმედო პროგრამებზე ისაუბრებს. კერძოდ, როგორც ცნობილია, ელტონ ჯონი გეგმავს, რომ ემანუელ მაკრონს შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის შვეიცარიული ფონდის მხარდაჭერა სთხოვოს.

ელტონ ჯონი გასტროლების ფარგლებში საფრანგეთში ვიზიტს 18-21 ივნისს გეგმავს. მუსიკოსმა გამოსამშვიდობებელი ტურნე 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და მის ფარგლებში კონცერტი საქართველოშიც გამართა. მისი მსოფლიო ტურნე 2021 წელს დასრულდება.

საპატიო ლეგიონის ორდენი ნაპოლეონ ბონაპარტეს მიერ 1802 წელს დაწესებული ჯილდოა.