ემანუელ მაკრონი - ძალიან ბედნიერი ვიქნები, ვუპასუხო სალომე ზურაბიშვილის მოწვევას და გესტუმროთ საქართველოში
ემანუელ მაკრონი - ძალიან ბედნიერი ვიქნები, ვუპასუხო სალომე ზურაბიშვილის მოწვევას და გესტუმროთ საქართველოში

თქვენ მე დამპატიჟეთ საქართველოში და, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიქნები, ვუპასუხო თქვენს მოწვევას და გეწვიოთ საქართველოში, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

ემანუელ მაკრონმა შეხვედრაზე  განხილულ საკითხებზე, ასევე  საქართველო-საფრანგეთის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს განსაკუთრებული პატივისცემა აქვს ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან, ამის დასტურია ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, რაც კონკრეტულად სარგებლის მომტანი გახდა საქართველოს მოსახლეობისთვის, ეს იქნება განათლების, კულტურული თუ უსაფრთხოების კუთხით. ამ მიმართულებით სამომავლოდ ვიმუშავებთ, ვითანამშრომლებთ და ჩვენ თქვენს გვერდით გვიგულეთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ემიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს.

„ჩვენ შევეხეთ ემიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. აქაც უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კონტაქტები, თანამშრომლობა, რომ შემცირდეს საემიგრაციო ნაკადი საქართველოდან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მან ქართველი კოლეგისგან საქართველოში მიწვევა მიიღო. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საფრანგეთში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენის მოწყობაზეც იმსჯელეს.