ემანუელ მაკრონი - დონალდ ტრამპი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვიდა, აუცილებელია, შეწყდეს ყველა დარტყმა, ამას არაფერი ამართლებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვიდა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მაკრონს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „როგორ განმარტავთ დონალდ ტრამპის დაგეგმილზე ადრე „დიდი შვიდეულის“ სამიტის დატოვებას, ეს ისრაელსა და ირანს შორის არსებული სიტუაციის გამო მოხდა? არის თუ არა აშშ-ის მხრიდან ახალი მოლაპარაკების შეთავაზება? მოიცავს თუ არა ის, მაგალითად, ტრამპსა და ირანის პრეზიდენტს შორის შეხვედრის შესაძლებლობას?“
„არსებობს შეთავაზება, რომელიც გაკეთდა ცეცხლის შეწყვეტისა და უფრო ფართო მსჯელობების დასაწყებად. თუ ამერიკის შეერთებული შტატები მიაღწევს ცეცხლის შეწყვეტას, ეს ძალიან კარგი საქმეა და საფრანგეთი მას მხარს დაუჭერს. აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ორივე მხრიდან შეწყდეს ყველა დარტყმა ენერგეტიკულ, ადმინისტრაციულ და კულტურულ ინფრასტრუქტურებზე, მით უფრო – მშვიდობიან მოსახლეობაზე. ამას არაფერი ამართლებს“, – განაცხადა მაკრონმა.