ემანუელ მაკრონი - დონალდ ტრამპი დავარწმუნე, სირიაში სამხედრო შენაერთები დატოვოს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მან დაარწმუნა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დატოვოს სამხედრო შენაერთები სირიაში.
მაკრონმა ერთობლივ საჰაერო იერიშებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო კანონიერი ქმედება, რამაც საშუალება მისცა საფრანგეთსა და მოკავშირეებს, აღედგინათ ნდობა საერთაშორისო საზოგადოების მიმართ.
მისივე განცხადებით, იერიშების ლიმიტირება ტრამპის თავდაპირველი იდეა არ ყოფილა.
სირიაზე მიტანილი იერიშები მაკრონის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი სამხედრო ოპერაციაა, რომელშიც საფრანგეთი მონაწილეობს.
მაკრონის განცხადებით, ის მზადაა, ჩაერთოს დიალოგში კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარესთან, მათ შორის რუსეთთანაც. მისივე თქმით, მომდევნო თვეში რუსეთში დაგეგმილი მისი ვიზიტი კვლავ დღის წესრიგშია.
უფრო კეთილგანწყობით ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტმა თურქეთის შესახებ. მაკრონმა განაცხადა, რომ ბოლო მოვლენებმა რუსები გააცალკევა თურქებისგან, რომლებმაც, თავის მხრივ, ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმეს.
აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, რომელთა სამიზნე ქიმიური იარაღის საწარმო, საცავი და რამდენიმე სამხედრო ობიექტი იყო.