ემანუელ მაკრონი დღეს იმ ინდუსტრიების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებიც დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფებით ზარალდებიან

12:24, 03.04.2025

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს იმ ინდუსტრიების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფებით ზარალდებიან.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა ელისეის სასახლეში ადგილობრივი დროით 16:00 საათზე გაიმართება.

როგორც მედია წერს, ტარიფების გამოცხადების შემდეგ ფრანგული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, სულ მცირე, 20%-ით შემცირდება.

მსგავსი