ემანუელ მაკრონი – დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს

19:03, 26.04.2026

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის.

„გუშინ ღამით შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმა მიუღებელია. ძალადობას დემოკრატიაში ადგილი არ აქვს. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.

მსგავსი