ემანუელ მაკრონი - ჩვენი მიზანი იგივე უნდა დარჩეს, გვქონდეს მყარი და შემოწმებადი ცეცხლის შეწყვეტა, სრულფასოვანი სამშვიდობო დისკუსიები, ეს შეუძლებელია უკრაინელების გარეშე
ემანუელ მაკრონი - ჩვენი მიზანი იგივე უნდა დარჩეს, გვქონდეს მყარი და შემოწმებადი ცეცხლის შეწყვეტა, სრულფასოვანი სამშვიდობო დისკუსიები, ეს შეუძლებელია უკრაინელების გარეშე

უახლესი დისკუსიები სწორი მიმართულებით მიდის და ჩვენ გვინდა ომის მყარი, გრძელვადიანი დასრულება უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისივე თქმით, მყარი და შემოწმებადი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა არის მიზანი და ეს შეუძლებელია მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინელების ყოფნის გარეშე.

„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. უახლესი დისკუსიები სწორი მიმართულებით მიდის და ჩვენ გვინდა ომის მყარი, გრძელვადიანი დასრულება უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამასთან დაკავშირებით, გაერთიანებულ სამეფოსთან, გერმანიასთან მუშაობის წყალობით, ვფიქრობ, წარმატებით ვიმუშავეთ პრეზიდენტი ზელენსკის დასარწმუნებლად და მან გააკეთა, ვფიქრობ, ძალიან კარგი არჩევანი – ეყო გამბედაობა, გამოეჩინა ინიციატივა მშვიდობისთვის პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, დათანხმებოდა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის წინადადებას.

ჩვენი მიზანი იგივე უნდა დარჩეს, გვქონდეს მყარი, გაზომვადი და შემოწმებადი ცეცხლის შეწყვეტა, დეტალური და სრულფასოვანი სამშვიდობო დისკუსიების გახსნა, რაც მოგვცემს მყარი და მუდმივი მშვიდობის დამყარების საშუალებას. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია უკრაინელების გარეშე, რომლებიც მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ“, – განაცხადა მაკრონმა.