ემანუელ მაკრონი – ჩვენ ახლა რუსეთთან დაპირისპირებაში ვართ

15:33, 01.10.2025

ჩვენ ახლა რუსეთთან დაპირისპირებაში ვართ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კოპენჰაგენში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ ახლა დაპირისპირებაში ვართ რუსეთთან, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან აგრესიულია საინფორმაციო სფეროში, ასევე არჩევნების დროს და ზრდის კიბერთავდასხმებს“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა, ვინც საგაერო სივრცეს დაარღვევს, უნდა დაელოდოს პასუხს.

მსგავსი