ემანუელ მაკრონი - ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყნის დასაპყრობად არ უნდა იყოს გამოყენებული
ემანუელ მაკრონი - ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყნის დასაპყრობად არ უნდა იყოს გამოყენებული

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყნის დასაპყრობად არ უნდა იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

ემანუელ მაკრონის თქმით, სასურველი იქნება თუ ანკარა მოკავშირეებთან კოორდინაციაში იქნება.

„თუ გამოჩნდება, რომ ეს ოპერაცია თურქეთის საზღვრებთან ტერორისტულ საფრთხესთან ბრძოლის შემდეგ დაპყრობის ოპერაციად გადაიქცევა, ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემა იქნება“, – აღნიშნა მაკრონმა.

სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში საფრანგეთის პრეზიდენტი თურქ კოლეგასთან საუბარს გეგმავს.

მაკრონის განცხადებებს უკვე გამოეხმაურა თურქეთის ხელისუფლება. პრემიერ-მინისტრ, ბინალი ილდირიმის თქმით, მსოფლიომ იცის, რომ თურქეთს სირიაში ოკუპაციის მოტივი არ აქვს.