ემანუელ მაკრონი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდა
ემანუელ მაკრონი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდა.

ელისეის სასახლეში შეხვედრისას მაკრონმა ვანგს სთხოვა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისთვის მისი საუკეთესო სურვილები გადაეცა.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი და ჩინეთი ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე იზიარებენ მოსაზრებას, მათ შორის საერთაშორისო სამართლის დაცვაზე.

საფრანგეთი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან გააძლიერებს პოლიტიკურ კოორდინაციას საერთაშორისო ეკონომიკურ თუ ფინანსურ საკითხებში. ემანუელ მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამის დროს ჩინეთს ეწვევა.

თავის მხრივ, ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, საფრანგეთთან გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია და ერთობლივი თანამშრომლობა.

მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ღაზაში არსებული სიტუაცია, ირანის ბირთვული იარაღის საკითხი და სხვა თემები.