საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
მაკრონმა მკაცრად დაგმო გოლანის მაღლობზე განხორციელებული თავდასხმა.
„საფრანგეთი მოწოდებულია, ყველაფერი გააკეთოს რეგიონში ახალი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, – უთხრა მაკრონმა ნეთანიაჰუს.
როგორც ისრაელის მედია წერს, საფრანგეთის პრეზიდენტს ნეთანიაჰუსთან საუბარში არ უხსენებია „ჰეზბოლა“.