ემანუელ მაკრონი ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხვალ ლიეტუვის დედაქალაქში ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდება. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
შეხვედრა დღის პირველ ნახევარში ვილნიუსში გაიმართება, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საფრანგეთის პრეზიდენტს ბელარუსში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ჩართვა და მედიატორის როლის შესრულება სვეტლანა ციხანოვსკაიამ სთხოვა. ციხანოვსკაიას აზრით, ემანუელ მაკრონს მოლაპარაკების დაწყების პროცესში რუსეთის პრეზიდენტის ჩართვა შეუძლია.
ემანუელ მაკრონი ლიეტუვაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, გიტანას ნაუესადას. შეხვედრის დროს ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირმა ბელარუსის ლიდერს სანქციები უნდა დაუწესოს.