ემანუელ მაკრონი - ბაშარ ასადი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს
ემანუელ მაკრონი - ბაშარ ასადი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს

ბაშარ ასადი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France2-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ასადი სირიელი ხალხის მტერია. მას მოუწევს ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის საერთაშორისო სასამართლოში პასუხის გაცემა“, – აღნიშნა მაკრონმა.

ამავე დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, სირიაში ოპოზიციამ მოლაპარაკებები აწარმოოს მთავრობის წარმომადგენლებთან.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის პრიორიტეტია „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება და არა ასადის ძალების განდევნა.

მაკრონის ვარაუდით, სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ საბოლოოდ თებერვლის ბოლოსთვის დამარცხდება.