ემანუელ მაკრონი - აშშ-თან ალიანსი არ ნიშნავს, რომ საფრანგეთი მათი ვასალია
ემანუელ მაკრონი - აშშ-თან ალიანსი არ ნიშნავს, რომ საფრანგეთი მათი ვასალია

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ალიანსი არ ნიშნავს, რომ საფრანგეთი მათი ვასალია, – ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ამსტერდამში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„იყო მოკავშირე, არ ნიშნავს, იყო ვასალი, არ ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ გვაქვს დამოუკიდებლად ფიქრის უფლება. საფრანგეთი მხარს უჭერს ჩინეთის პოლიტიკას და სიტუაციის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ძიებას ტაივანში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპამ უნდა ააშენოს სტრატეგიული ავტონომია, არ დაუჭიროს აშშ-ს მხარი ყველა საკითხში და არ მისცეს უფლება, რომ ქვეყანა წაიყვანოს კრიზისისკენ.