ემანუელ მაკრონი - აშშ, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი გაერო-ს გლობალურ სამშვიდობო ინიციატივაზე თანახმა არიან, შეთანხმებას სავარაუდოდ რუსეთიც შეუერთდება
ემანუელ მაკრონი - აშშ, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი გაერო-ს გლობალურ სამშვიდობო ინიციატივაზე თანახმა არიან, შეთანხმებას სავარაუდოდ რუსეთიც შეუერთდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი გაერო-ს გლობალურ სამშვიდობო ინიციატივაზე თანახმა არიან, შეთანხმებას სავარაუდოდ რუსეთიც შეუერთდება.

ემანუელ მაკრონმა რადიო „ფრანს ინტერნასიონალის“ ეთერში განაცხადა, რომ ესაუბრა მსოფლიო ლიდერებს და ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი თანახმა არიან პანდემიის გამო, გლობალური დაზავების ინიციატივას შეუერთდნენ. გაერო-ს მუდმივი წევრების ლიდერების უმრავლესობა თანახმაა, გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის მოწოდებაზე ცეცხლის გლობალური შეწყვეტის თაობაზე.

ემანუელ მაკრონის თქმით, ამ მოწოდებას პუტინიც დათანხმდება.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და შესაბამისი განცხადება ახლო მომავალში გაკეთდება. ინფორმაციას „ფრანს24“ ავრცელებს.

დატოვე კომენტარი