ემანუელ მაკრონი - არსებობს აგრესორი და ის რუსეთია, ვფიქრობ, ყველანი მართალი ვიყავით, როცა სამი წლის წინ უკრაინას დავეხმარეთ და რუსეთს სანქციები დავუწესეთ, ამის კეთებას ვაგრძელებთ 
ემანუელ მაკრონი - არსებობს აგრესორი და ის რუსეთია, ვფიქრობ, ყველანი მართალი ვიყავით, როცა სამი წლის წინ უკრაინას დავეხმარეთ და რუსეთს სანქციები დავუწესეთ, ამის კეთებას ვაგრძელებთ 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

მაკრონის თქმით, თუ უკრაინის ომში აგრესორი არსებობს, ის რუსეთია.

„არსებობს აგრესორი და ის რუსეთია. არსებობს ხალხი, რომელიც აგრესიის მსხვერპლი გახდა და ეს უკრაინაა. ვფიქრობ, ყველანი მართალი ვიყავით, როდესაც სამი წლის წინ უკრაინას დავეხმარეთ და რუსეთს სანქციები დავუწესეთ, ვაგრძელებთ ამის კეთებას“, – განაცხადა პორტუგალიაში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის ლიდერმა.

თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დღევანდელი შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.