ემანუელ მაკრონი - ამაზონის ტყეში ხანძრით დაზარალებული რეგიონი მიიღებს როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ დახმარებას
ემანუელ მაკრონი - ამაზონის ტყეში ხანძრით დაზარალებული რეგიონი მიიღებს როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ დახმარებას

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერები ამაზონის ხანძრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ხანძრით დაზარალებული რეგიონი მიიღებს როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ დახმარებას.

ამაზონის ტყეში გაჩენილი ხანძარი დიდი შვიდეულის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.