ემანუელ მაკრონი - ალ ბაღდადის სიკვდილი არის მნიშვნელოვანი დარტყმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ეტაპია
ალ ბაღდადის სიკვდილი არის მნიშვნელოვანი დარტყმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ეტაპია, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციას.
„საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე. ეს ახლო აღმოსავლეთში ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, – წერს ემანუელ მაკრონი მიკრობლოგ „ტვიტერში“.
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“, ლიკვიდირებულია. ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.