ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ყვითელჟილეტიანების აქციის დროს უსაფრთხოებას სამხედროები დაიცავენ
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ყვითელჟილეტიანების აქციის დროს უსაფრთხოებას სამხედროები დაიცავენ

ყვითელჟილეტიანების აქციის დროს უსაფრთხოებას სამხედროები დაიცავენ, – ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკეთა.

მისი თქმით, ჯარისკაცები დიაცავენ სამთავრობო შენობებსა და სხვა მნიშვნელოვან ადგილებს, რათა პოლიციას საშუალება ჰქონდეს, დაიცვას საზოაგდოებრივი წესრიგი.

მანამდე, საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ელისეის მინდვრებზე ყვითელჟილეტიანების მიტინგის გამართვა აკრძალული იქნება.

16 მარტს აქციის დროს ყვითელჟილეტიანბმა რამდენიმე ძვირადღირებული ბრენდის მაღაზია დაარბიეს და მანქანები დაწვეს. დაშავდა 11 და დააკავეს 200 ადამიანი.