საფრანგეთისა და უკრაინის მიერ ხელმოწერილ ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ქვეყნის პარლამენტში დებატები და კენჭისყრა გაიმართება
საფრანგეთისა და უკრაინის მიერ ხელმოწერილ ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ქვეყნის პარლამენტში დებატები და კენჭისყრა გაიმართება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უსაფრთხოების საკითხზე საფრანგეთისა და უკრაინის 16 თებერვალს ხელმოწერილ ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით ქვეყნის პარლამენტში დებატები და კენჭისყრა გაიმართება.

ელისეის სასახლეში არ აკონკრეტებენ, რომელ საკითხს შეეხება კენჭისყრა, ასევე უცნობია დებატების გამართვის თარიღი.

საფრანგეთმა და უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში 10-წლიანი თანამშრომლობის შეთანხმებას 16 თებერვალს მოაწერეს ხელი. შეთანხმების ფარგლებში საფრანგეთის კიევისთვის დამატებით 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს. მათ შორის იქნება თანამშრომლობა თავდაცვითი მრეწველობის სფეროში, სამხედროების სწავლებაში, დაზვერვასა და სამოქალაქო დახმარებაში.

აღსანიშნავია, რომ გუშინ პარიზში, პრეზიდენტ მაკრონის მოწვევით, უკრაინის 20-მდე დასავლელი პარტნიორის შეხვედრა გაიმართა, სადაც შემდგომი მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შედეგად კოალიციის შექმნა დააანონსეს, რომელიც უკრაინას საშუალო და შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს მიაწვდის.

ამავე შეხვედრის შემდეგ მაკრონმა გამოთქვა შესაძლებლობა უკრაინაში მომავალში დასავლური შეიარაღებული ძალების გაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ ამჟამად მოკავშირეებს შორის ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს.