ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში მოქალაქეების მასობრივი მკვლელობების აღმოჩენის შემდეგ ვლადიმერ პუტინთან აღარ უსაუბრია
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში მოქალაქეების მასობრივი მკვლელობების აღმოჩენის შემდეგ ვლადიმერ პუტინთან აღარ უსაუბრია. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ მან ფრანგულ ტელეკომპანია „ფრანს 5-თან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ბუჩასა და სხვა ქალაქებში მასობრივი მკვლელობების შემდეგ, ომმა სხვა მიმართულება მიიღო. ამგვარად, მე მასთან მას შემდეგ პირდაპირი საუბარი აღარ მქონია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს მომავალში გავაკეთო“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
შეკითხვაზე, რატომ არ ჩავიდა ის კიევში სხვა ევროპელი ლიდერების მსგავსად, მაკრონმა განაცხადა, რომ ის უკრაინაში ჩავა მხოლოდ რამე სასარგებლოს ჩასატანად და არა მხოლოდ მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის.
„მე წავალ კიევში, თუმცა წავალ იქ, რათა თან წავიღო რამე სასარგებლო… რადგან აშკარაა, რომ მე არ მჭირდება იქ გამგზავრება მხარადაჭერის საჩვენებლად“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა და აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ ის პრეზიდენტს ზელენსკის დაახლოებით 40 ჯერ ესაუბრა.
„თუ მე წავალ კიევში, ამან უნდ ამოიტანოს ცვლილება“, – განაცხადა მაკრონმა.