ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბარი გამართა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე რამდენიმე ევროპელ ლიდერთან და დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პროცესში
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რამდენიმე ევროპელ ლიდერთან.
მაკრონის განცხადებით, მან უკრაინის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პროცესში.
„უკრაინის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გავუმეორე საფრანგეთის სრული მხარდაჭერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისადმი, რათა დაიწყოს დისკუსიები ძლიერი და მდგრადი გადაწყვეტის მიმართულებით, რომელიც დაიცავს უკრაინის ლეგიტიმურ უფლებებს და უზრუნველყოფს როგორც მის უსაფრთხოებას, ასევე ყველა ევროპელის უსაფრთხოებას“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.