საფრანგეთი და გერმანია ფრანკო-გერმანულ თავდაცვით და უსაფრთხოების საბჭოს შექმნიან

18:27, 07.05.2025

საფრანგეთი და გერმანია ფრანკო-გერმანულ თავდაცვით და უსაფრთხოების საბჭოს შექმნიან. აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, ეს საბჭო სტრატეგიულ გამოწვევებზე ოპერატიული რეაგირებისთვის რეგულარულად შეიკრიბება.

ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყანა თავდაცვაში ინვესტირებას გააგრძელებს.

მსგავსი