ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ კიევში ვიზიტით მყოფი ოთხივე ევროპელი ლიდერი უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ კიევში ვიზიტით მყოფი ოთხივე ევროპელი ლიდერი უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ კიევში ვიზიტით მყოფი ოთხივე ევროპელი ლიდერი უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს.

აღნიშნულის შესახებ ემანუელ მაკრონმა უკრაინის, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გვინდა ქმედებებით დავადასტუროთ, რომ უკრაინა არის ევროპული ოჯახის ნაწილი“, -აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. მისი თქმით, ხვალ ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასებას, მომავალ კვირას კი ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ჩვენ ოთხივე ვუჭერთ მხარს უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ სტატუსს თან დაერთვება „საგზაო რუკა“ და ასევე ითვალისწინებს დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისა და მეზობელი სახელმწიფოების, კერძოდ, მოლდოვის, განხილვას“, – განაცხადა მაკრონმა.