ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ირანის მიერ „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შექება მიუღებელია
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ირანის მიერ „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შექება მიუღებელია

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ირანის მიერ „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შექება მიუღებელია.

ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ირანი „ჰამასს“ თავდასხმის მოწყობაში ეხმარებოდა, თუმცა ამ ეტაპზე საფრანგეთს ამის დამამტკიცებელი საბუთები არ გააჩნია.

„მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ირანის თავდასხმაში უშუალო მონაწილეობასთან დაკავშირებით, რადგან ფორმალური დასაბუთება არ გვაქვს, მაგრამ ცხადია, რომ ირანის ხელისუფლების საჯარო კომენტარები მიუღებელია. და ასევე სავარაუდოა, რომ „ჰამასს“ ეხმარებოდნენ. მე სიფრთხილეს გამოვიჩენ ამ ეტაპზე, ვიდრე სადაზვერვო მონაცემები არ გვექნება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.