ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის ოპერაცია ორივე ხალხს კატასტროფამდე მიიყვანს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის ოპერაცია ორივე ხალხს კატასტროფამდე მიიყვანს.
ემანუელ მაკრონმა განცხადება გამოაქვეყნა იორდანიის მეფესთან, აბდალა II-სა და ეგვიპტის პრეზიდენტთან, აბდელ ფატა ას-სისისთან მოლაპარაკებების შემდეგ.
„ჩვენ ვიზიარებთ რწმენას: სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში, რომელსაც ისრაელი ამზადებს, მხოლოდ კატასტროფამდე მიიყვანს ორივე ხალხს და საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, ჩავარდეს მუდმივი ომის მორევში“, – დაწერა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა გაიმეორა თავისი მოწოდება ღაზის სექტორში ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტისკენ. მან ასევე დაასახელა ყველა მძევლის გათავისუფლება, ღაზის მოსახლეობისთვის მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, ასევე „ჰამასის“ განიარაღება და პალესტინის ადმინისტრაციის გაძლიერება, როგორც ომის დასრულების წინაპირობები.
Acabo de conversar com o presidente @LulaOficial.
Na sequência da reunião realizada na segunda-feira em Washington, reiterei a necessidade de defender o multilateralismo e seu papel central para alcançar uma paz justa e duradoura na Ucrânia, com garantias sólidas de segurança…
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) August 20, 2025