ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეალურად ასამოქმედებლად ორივე მხარის, რუსეთისა და უკრაინის მხრიდან შეთანხმების შესრულებაა საჭირო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეალურად ასამოქმედებლად ორივე მხარის, რუსეთისა და უკრაინის მხრიდან შეთანხმების შესრულებაა საჭირო.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ის რუსეთის მხრიდან ენერგეტიკულ ზავს ვერ ხედავს. „ფაქტები აჩვენებს, რომ რუსეთი ბოლო საათებში აგრძელებს უკრაინაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, 11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყება გამოაცხადა.
„დაუყოვნებლივ ძალაში შედის „ენერგეტიკული ზავი“ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში. ორივე მხარე დათანხმდა. არ დაარღვიოთ იგი!“ – დაწერა ტრამპმა.