ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ აშშ-დან ტარიფების თემასთან დაკავშირებით თითქმის უიმედოდ ბრუნდება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტარიფების თემასთან დაკავშირებით თითქმის უიმედოდ ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპელები ტარიფებზე საპასუხო ზომებს მიიღებენ. მაკრონმა აღნიშნა, რომ ტარიფები ყველასთვის ცუდია.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დააანონსა, რომ აშშ ევროკავშირს 25%-იან ტარიფებს დაუწესებს.