ემანუელ მაკრონი - ​ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმება უნდა შენარჩუნდეს, თუმცა დოკუმენტი შესწორებებს საჭიროებს
ემანუელ მაკრონი - ​ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმება უნდა შენარჩუნდეს, თუმცა დოკუმენტი შესწორებებს საჭიროებს

ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმება უნდა შენარჩუნდეს, თუმცა მოცემულ ვითარებაში, ეს დოკუმენტი შესწორებებს საჭიროებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დუბაიში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, პირველ რიგში  უნდა დაიწყოს რეგიონში ირანის საფრთხის შემცველი ბალისტიკური აქტივობების განხილვები.

ასევე, მაკრონის თქმით, საჭიროა მკვეთრად განისაზღვროს ირანის ბირთვული პროგრამის ფარგლები და საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ სანქციებიც.

საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, უნდა შემცირდეს რეგიონში ირანის ჰეგემონიაც.

ემანუელ მაკრონი დუბაიდან ერ-რიადში ჩავიდა, სადაც სპონტანურად დაგეგმილი მოლაპარაკებები გამართა საუდის პრინც მოჰამედ ბილ სალმანთან. განხილვის თემა საუდის არაბეთსა და ირანს შორის ლიბანისა და იემენის თემის გამო გამწვავებული ურთიერთობა იყო.

ავტორი: თეი კანაშვილი