ელოდებიან საკითხის გაოფიციალურებას - „ბორდოში“ დავითაშვილის ტრანსფერი ღიად რჩება #1TVSPORT
ელოდებიან საკითხის გაოფიციალურებას - „ბორდოში“ დავითაშვილის ტრანსფერი ღიად რჩება #1TVSPORT

ბორდომ“ სასურველი ხუთი მოთამაშიდან ოთხის დამატება მოახერხა, ხოლო ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი ჯერ ვერ დადასტურდა, – ინფრომაციასეკიპი“ აქვეყნებს.

„კლუბმა 23:00 საათამდე დააფიქსირა ოთხი ახალი მოთამაშის ჩამოსვლა. მცველი იოან ბარბე (ქუინს პარკ რეინჯერსი), მარცხენა მცველი ვიტალ ნციმბა (კლერმონი), მარჯვენა მცველი კლემენტ მიშლენი (აეკ-ი ათენი) და თავდამსხმელი ალიუ ბაჯი (ამიენი). ღიად რჩება საქმე ქართველი თავდამსხმელის ზურიკო დავითაშვილის შესახებ, რომელიც იჯარით მოიყვანეს ბათუმის „დინამოდან“ ტრანსფერის გამოსყიდვის ოფციით“, – წერს „ეკიპი“.

ფრანგული გამოცემა ქართველი ფეხბურთელის პრობლემაზე წერს.

„ახალგაზრდა ფეხბურთელმა გაიარა სამედიცინო შემოწმება და ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც გადაეგზავნა ლიგის ადმინისტრაციას. მაგრამ „ბორდომ“ ვერ შეძლო ტრანსფერის დასრულება ხუთშაბათს. ამიტომ ელოდებიან საკითხის გაოფიციალურებას, როდესაც გადაირიცხება ყველა საჭირო საბუთი, მათ შორის, კლუბის მიერ სახელფასო ფონდის შემცირების შესახებ“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე დავითაშვილი ლიგა 1-ის „ლორიენში“ უნდა გადასულიყო, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში შეჩერდა.