ელიზაბედ რუდი - ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ ურყევია და გვჯერა, საქართველო გახდება ალიანსის წევრი
ელიზაბედ რუდი - ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ ურყევია და გვჯერა, საქართველო გახდება ალიანსის წევრი

ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ ურყევია და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ნატო-ს სამიტს და ვუყურებთ მას, როგორც შესაძლებლობას, სათანადოდ დავაფასოთ საქართველოს პროგრესი და განსაკუთრებული წვლილი, რომელიც მან უკვე შეიტანა ალიანსში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბედ რუდმა განაცხადა, რომლის თქმითაც, აშშ ამაყობს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობით და მხარს უჭერს ქვეყანას დასავლურ მისწრაფებებში.

„თავისუფლება ნიშნავს, შეგეძლოს, თავად აირჩიო შენი გზა. საქართველომ აირჩია ევროპული და დასავლური ინტეგრაციის გზა და ჩვენ, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მიზნამდე მივიდეთ. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებაზე, იმ რეფორმების მხარდაჭერის გზით, რომელიც აძლიერებს კანონის უზენაესობასა და ხელისუფლების განშტოებებს შორის კონტროლსა და ბალანს.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვეხმარებით მას შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში. ჩვენი მამაცი ქალები და მამაკაცები ჯარისკაცის უნიფორმებში მსახურობენ მხარდამხარ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში”,-აღნიშნა რუდმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.