„ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალური დირექტორი - მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ბიზნესთან და ჯანდაცვის სექტორთან კონსულტაციების შედეგად იღებს
„ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალური დირექტორი - მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ბიზნესთან და ჯანდაცვის სექტორთან კონსულტაციების შედეგად იღებს

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ბიზნესთან და ჯანდაცვის სექტორთან კონსულტაციების შედეგად იღებს, – ამის შესახებ „ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ჯობავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან ეპიდემიოლოგებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მეორე შეხვედრა შედგა.

„პირველი შეხვედრა იყო ორშაბათს, სადაც არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ, გვქონდა რამდენიმე ვერსია, შაბათ-კვირას დაკეტვასთან დაკავშირებით. დღესაც რამდენიმე მიმართულება განვიხილეთ. იმედი გვაქვს, ვიპოვით ისეთ გამოსავალს, რომელიც არ იქნება ძალიან მტკივნეული ბიზნესისთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, – განაცხადა ვლადიმერ ჯობავამ.