ელისო ბოლქვაძე ადასტურებს, რომ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილება
ელისო ბოლქვაძე ადასტურებს, რომ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურას შორის თავადაც განიხილება.

როგორც ჟურნალისტებს ბოლქვაძემ განუცხადა, ვინ იქნება კომიტეტის თავმჯდომარე, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში კულტურის კომიტეტი ცალკე შეიქმნა. ეს უმნიშვნელოვანესი ხაზია, რადგან განსაზღვრავს კულტურის პოლიტიკას, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვანია ინტეგრაციისა და ქვეყნის წარმოჩინების თვალსაზრისით. ამაზე მიბმულია ბევრი თემა, მათ შორის ტურიზმი. მაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი გეგმა, რომელიც უკავშირდება როგორც რეგიონებს, ასევე ახალგაზრდების განათლების, მუსიკისა და ხელოვნების სფეროს.

რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეს, დაველოდოთ პროცესებს, რადგან რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. ვინ იქნება, არ ვიცი. რამდენიმე კანდიდატს შორის მეც მოვიაზრები. მოვლენების განვითარებას დაველოდოთ”, – განაცხადა ბოლქვაძემ.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი გაიყო. ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბდება კულტურის მიმართულება.

დატოვე კომენტარი